მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ცომაია: ბიუჯეტი არ არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული

56a207e55d5d8
BM.GE
22.01.16 14:19
1642
"ბიუჯეტი მეტნაკლებად თანაბრად დაიხარჯა", - ასეთ შეფასებას აძლევს, ეკონომისტი აკაკი ცომაია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, იყო რამოდენიმე პრობლემური საკითხი. როგორც ცომაიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული არაა და ამ კუთხით, არც წლევანდელი ბიუჯეტი განსხვავდება განვლილი წლებისგან.
 
"ის რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდა, მე ამაში სასწაულს ვერ ვხედავ. ლარის გაუფასურების გამო, მარტო უცხოური გრანტებით და ვალით მიღებული შემოსულობები ლარში 83 მილიონით გაიზარდა, ასევე 9 პროცენტით შემცირდა იმპორტი. ბიუჯეტი მეტნაკლებად თანაბრად დაიხარჯა. ის რაც ხდებოდა 2013-2014 წლებში, მასთან შედარება არც შეიძლება. ჯანაცვის ხარჯების 96 მილიონი ლარით გაზრდა და კაპიტალური დანახარჯების 93 მილიონით შეცვლა, ალბათ გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული... არასწორად იყო დაგეგმილი თავიდანვე. ბიუჯეტი არ არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯებისა და საგადასახადო წნეხის შემცირება. თვისობრივად ახალი რეფორმებია გასატარებელი ამ მიმართულებით. 2016 წლის ბიუჯეტში ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ, ტენდენცია იგივეა", - განაცხადა ცომაიამ.