მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის სატერმინალო ოპერატორი კომპანია 2 თვის ვადაში შეირჩევა

587634d6acf80
BM.GE
11.01.17 17:35
1301
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine (სიეს მარინი) დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს. როგორც კომპანიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობ უოთერსმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, საქართველოში ტვირთების გადაზიდვის ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალია და ანაკლიის პორტი იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანა ტვირთების გადაზიდვის კუთხით ლიდერ დერეფნად იქცეს. ბობ უოთერსის განცხადებითვე, ამ ეტაპზე კომპანია ანაკლიის პორტზე საკუთარი ბიზნეს მოდელის განვითარებაზე მუშაობს. პორტის ოპერატორი კომპანია 2 თვის ვადაში შეირჩევა.

„ჩვენ ამ ეტაპზე იმ შესაძლებლობებს შევისწავლით, რომელიც პროექტის ირგვლივ არსებობს. შეხვედრა გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის საკითხი თუ რას ნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტი, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად ქცევისთვის. ამჯერად ანალიზის პროცესში ვართ და ვმუშაობთ საკუთარი ბიზნეს მოდელის განვითარებაზე, რათა განვსაზღვროთ პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა.

ჩვენი კომპანია ყოველთვის ეძებს საუკეთესო შესაძლებლობებს, ახალი ტერმინალების განვითარების კუთხით. საქართველოში ტვირთების ზრდის საკმაოდ დიდ შესაძლებლობას ვხედავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავს მასშტაბურ პროექტში სახელმწიფოს მხარდაჭერა. საქართველოს პროემიერმა დეტალურად აგვიხსნა თუ რას ნიშნავს ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის. ანაკლიის პორტი ნამდვილად გახდის საქართველოს ლიდერ დერეფნად ტვირთების გადაზიდვის კუთხით“, - განაცხადა ბობ უოთერსმა.