მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრია ურუშაძე: სამედიცინო დაწესებულებები ბიუჯეტს, როგორც მეწველ ძროხას უყურებენ

566a952febcf8
BM.GE
11.12.15 13:16
1897
"სამედიცინო დაწესებულებები ბიუჯეტს, როგორც მეწველ ძროხას უყურებენ", - აღნიშნულის შესახებ, ანდრია ურუშაძემ, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ურუშაძემ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეფასებისას, აღნიშნა, რომ სამინისტროს დღეს მენეჯმენტის პრობლემა აქვს, რაზეც 100 მილიონიანი გადაცდენაც მოწმობს. 
 
"სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ, რბილად რომ ვთქვათ, ხარჯების პროგნოზირება ვერ მოახერხა. 100 მილიონიანი გადაცდენის პირობებში, ძნელია იმაზე ვისაუბროთ, თუ რადენად სწორად იყო დაგეგმილი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი. ერთი პრობლემა არის ხარვეზი მართვის დროს, მენეჯმენტს ვგულისხმობ. ბოლო გამოკითხვამაც აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ექსპერტების დიდი ნაწილი, სწორედ გამოთქვავენ შეშფოთებას, იმ მართვის ხარისხიდან და უნარიდან გამომდინარე, რომელიც ამ პროგრამასთან არის დაკავშირებული. არ არის დასამალი, რომ სამედიცინო დაწესებულებები ბიუჯეტს, როგორც მეწველ ძროხას უყურებენ. ლარი კურსი უკვე არის 2,4 - ეს კი ნიშნავს, რომ მედიკამენტები მოქალაქეებთან ერთად საავადმყოფოებსაც გაუძვირდათ, მათ შორის გაძვირდა კომუნალური გადასახადებიც", - განაცხადა ურუშაძემ.