არგენტინის ხელისუფლებამ ოთხშაბათს საღამოს სავალუტო კონტროლი გააუქმა და უკვე ხუთშაბათს დილით, ბანკებში ეროვნული ვალუტის კურსი 47%-ით ჩამოიშალა - 15 პესო $1-ში. ამ გზით, არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და წინამორბედის, კრისრინა კიშნერის ეკონომიკური კურსის შეცვლა დაიწყო. არგენტინის ხელისუფლებამ, პესოს დევალვაციის და ქვეყნიდან კაპიტალის გადინების აღსაკვეთად, 2011 წელს ეროვნული ვალუტის კურსი დააფიქსირა და უცხოური ვალუტის თავისუფლად ყიდვა-გაყიდვა აკრძალა, შემდეგ კი სხვა შეზღუდვებიც შემოიღო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში აშშ დოლარის "შავი ბაზარი" არსებობდა.