მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო ბიუჯეტს ნავთობზე $30-იანი ფასის გათვალისწინებით გადახედავს

569f2f7b02a42
BM.GE
20.01.16 10:27
1402
ბაქო ბიუჯეტს გადახედავს, ნავთობზე $30-იანი ფასის გათვალისწინებით, - განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა. "ახლა ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მანათის კურსის სტაბილიზაციიდან და მაკროეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე", - განაცხადა მან. ამჟამად აზერბაიჯანის 2016 წლის ბიუჯეტი შედგენილია ისე, რომ ბარელი ნავთობი $50 ეღირება. ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, აზერბაიჯანული მანათის კურსი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით ორჯერ გაუფასურდა. გუშინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანის შეზღუდვის შესახებ, რათა სტაბილიზაცია გაუკეთოს სიტუაციას ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე და აღადგინოს ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ.