სამშ, 30 მაისი
ENG
20.01.2016 | 12:20

ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები კვლავ დახურულია

კატეგორია: საზოგადოება
ამინდის გაურესების გამო, საქართველოს სამივე ნავსადგური დახურულად რჩება. საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის განცხადებით, ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების გახსნა შესაძლოა დღის ბოლოს მოხდეს.

"საშტორმო გაფრთხილების გამო და ასევე არსებული ამინდის გათვალისწინებით, საქართველოს ყველა ნავსადგური დახურულად რჩება. თუმცა დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს, დღეს დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით ბათმში და შესაბამისად, ბათუმის ნავსადგური გაიხსნება საღამოს. ამინდის გაუმჯობესებას ფოთშიც ველოდებით და საღამოს იქაც ვგეგმავთ ნავსადგურის გახსნას. ხვალ დილით კი ყულევის ნავსადგური გაიხსნება. სიტუაცია კონტროლირებადია, რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე შემთხვევა და ზარალი ნავსადგურებთან დაკავშირებით არ ყოფილა. სიტუაციას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ და ნაოსნობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია,’’- აღნიშნავს მამუკა ახალაძე.
უკან დაბრუნება
644ნახვა
ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები კვლავ დახურულია
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი