ბათუმი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით ხვდება. ტენდერში კომპანიამ „აჭარაგანათება“ გაიმარჯვა, რომელიც ნაძვის ხეს ერას მოედანზე ანთავსებს. ბათუმის მერიის ცნობით, საახალწლო გაფორმებისთვის ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 420 000 ლარი გამოიყო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს არსებული აქსესუარების რესტავრაცია და მისი მონტაჟი. ბათუმის მერიის ცნობით, ყველა ელექტროსაქონელი იქნება led ნათების და დააკმაყოფილებს ჰერმეტულობის შესაბამის დონეს. მათივე ინფორმაციით, განათება იქნება ძირითადად ორ ფერში და თოვლის ეფექტის გამომსახველი.