მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

5abe11b8a612f
მაია ბიწაძე
30.03.18 14:30
9380
ბათუმში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება, - ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ "საქმიანი დილის" ეთრში განაცხადა. ეს იქნება ქართულ-ჩინური კომპანია, რომელიც დაკავებული იქნება ელექტრომობილების, კერძოდ ელექტრო ავტობუსებისა და მინიბუსების აწყობით.

"ორი დღის წინ დავბრუნდით ჩინეთიდან, სადაც მთავრობის თავჯდომარესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი, კერძოდ, საქმე ეხებოდა ბათუმში ელექტრო მობილების ქარხნის გახსნას, რაც ფაქტიურად გადაწყვეტილია. საუბარია ქართულ-ჩინურ ერთობლივ კომპანიაზე, რომელიც დაკავებული იქნება ელექტრომობილების აწყობით, კერძოდ ელექტრო ავტობუსებზე და მინიბუსებზეა აქცენტი. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, რადაგან რეგიონში მსგავსი ტიპის საწარმო არ არის.

ჩინელი პარტნიორების დარწმუნებისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქის სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ბათუმში თავმოყრილია კომუნიკაციის ყველა საშუალება - საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო, ასევე, სიახლოვე ყველა სტრატეგიულ მეზობელთან, - ვფიქრობ, ეს იყო ის გადამწყვეტი ფაქტორები, რითაც ჩინური მხარე დაინტერესდა", - განაცხადა ქალაქ ბათუმის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები