მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანია გახდა

5695ee8934d16
BM.GE
13.01.16 10:26
2735
კომპანია BMW-მ გუგლსა და უოლტ დისნეის პოზიციები ჩამოართვა და ის "რეპუტაციის ინსტიტუტის" 2015 წლის Global RepTrak 100-ის რეიტინგში პირველი ადგილის დაკავებით, მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანია გახდა. რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ შემდეგი ბრენდები - Daimler-ი (მე-3), Rolex-ი (მე-4), Lego(მე-5), Walt Disney(მე-6) და Apple-ი (მე-8).

გასულ წელს BMW ამ რეიტინგში მესამე პოზიციაზე იყო უოლტ დისნეისა და გუგლის შემდეგ, რომლებიც პირველ პოზიციას იყოფდნენ თანაბარი რეიტინგით. რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Bacardi - 90-ე ადგილზე, GlaxoSmithKline – 98-ე პოზიციაზე და Anheuser - Busch In-Bev-ი სულ ბოლო, მეასე ადგილზე. ბრენდების რეიტინგის გარკვევა ხდება მათი რეპუტაციის მიხედვით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს - ინოვაცია, მმართველობა და მოქალაქეობა. რეპუტაციის ინსტიტუტი ირწმუნება, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ეს რეიტინგი არის კორპორაციული რეპუტაციების მსოფლიოს უდიდესი ყოველწლიური კვლევის შედეგი. Reptrak-ი კომპანიების რეიტინგს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავს ამა თუ იმ ბრენდს მომხმარებელი;

ინსტიტუტი კვლევას ატარებს დაინტერესებულ მხარეთა 15 ჯგუფზე დაყრდნობით 50-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ 7 000-ზე მეტ კომპანიაში. რეიტინგის განსაზღვრა თითოეულ კომპანიაში ეფუძნება კომპანიის "პულსს“ ანუ "მომხმარებლის ემოციურ კავშირს კონკრეტული ბრენდის მიმართ“. ჯგუფში აღნიშნავენ, რომ კორპორატიული რეპუტაცია გავლენას ახდენს ბევრ ფაქტორზე დაწყებული მომხმარებლის სურვილიდან შეიძინოს ამ კომპანიისგან, გაუწიოს რეკომენდაცია მას ან მოახდინოს ინვესტირება, დამთავრებული წარმოების მოცულობის შენარჩუნებითა და კრიზისისადმი მდგრადობით. რეპუტაციის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჯემი ბედარდი ამბობს: „მსოფლიო ფინანსურ კრისიზთან დაკავშირებული ბოლო რამდენიმე წლიანი არეულობის შემდეგ, კორპორატიული რეპუტაციის მაჩვენებელმა დარეგულირება დაიწყო, რადგან კომპანიებმა დაიბრუნეს მომხმარებელთა ნდობა და პატივისცემა. ეს პროცესი გრძელდება და ძლიერი რეპუტაციის მქონე კომპანიები უკვე კონცენტრირებული არიან უფრო მეტ ფაქტორებზე, ვიდრე უბრალოდ პროდუქტზე ან იმ სერვისებზე, რასაც ისინი ყიდიან და ახლა იმაზე უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას - მოქალაქეობას, მმართველობასა და სამუშაო ადგილს, ვიდრე ოდესმე".