ჩინეთმა და გაერთიანებულმა საემიროებმა ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შექმნეს რომლის მოცულობაც 10 მილიარდი დოლარია. WSJ-ს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი აბუ-დაბის პრინცმა მოჰამედ ბენ საიდ ალ-ნახაიანმა ჩინეთში ვიზიტის დროს მოაწერა. ფონდის საქმიანობა ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კაპიტალის მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. ახალი ფონდი საემიროების სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Mubadala Development-ის მართვაში იქნება.