მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე, მოლაპარაკების დაწყების მემორანდუმი გაფორმდება

566806aeca9eb
BM.GE
09.12.15 14:45
1692
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.