მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dailymail: საქართველოში ჩამოსული ტურისტი გრძელი წვერის გამო საზღვარზე არ შემოუშვეს

567e5cdc3434f
BM.GE
26.12.15 12:14
2305
საქართველოში ჩამოსული მუსლიმი ტურისტი წვერის გამო საზღვარზე არ შემოუშეს, - ასეთი სათაურით სტატიას გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს. „ინდოელი წარმოშობის ჯაინულაბედინ ჰაკიმჯი საქართველოში 3 დღით, მუსლიმანური ახალი წლის შესახვედრად 14 ოქტომბერს ჩამოფრინდა, თუმცა მას აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მისი თქმით, ოფიციალური პირები თბილისის აეროპორტში, ისე მოექცნენ როგორც კრიმინალს და საპირფარეშოს გამოყენების უფლებაც კი არ მისცეს“, - წერს გამოცემა.
 
ჯაინულაბედინ ჰაკიმჯი რომელიც საფინანსო კომპანია R Holding LLC-ის თანამშრომელია, თბილისში 2 კოლეგასთან ერთად ჩამოვიდა. მათ არაბეთის გაერთიანებული საემიროების პასპორტი ჰქონდათ, თუმცა საზღვრის გადმოკვეთაზე უარი მხოლოდ ჰაკიმჯის ეთქვა. როგორც ის გამოცემასთან საუბრისას განმარტავს მასსა და მის კოლეგებს შორის განსხვავება მხოლოდ მისი გრძელი წვერი იყო.

"ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საქართველოში უსაფრთხოების მიზნით არ მიშვებდნენ, რეალური მიზეზი კი ჩემი გარეგნობა იყო. მუსლიმი ვარ და წესებს მკაცრად ვიცავ", - ამბობს ჰაკიმჯი.

Dailymail-ი სტატიას თბილისის ხედის ფოტოსაც ურთავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან ტურისტებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შემთხვევებზე წერს არაბული მედიაც. "ბიზნესკონტაქტი" დაუკავშირდება შესაბამის უწყებებს საქართველოში და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.