მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს

566157ec8a499
BM.GE
04.12.15 13:05
2015
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონი შიდა განხილვების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში ის ასოციაციებს მიეწოდებათ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, “აღნიშნული კანონი საერთაშორისო სამრთლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია.
 
"აღნიშნული კანონი საერთაშორისო სამრთლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია შემუშავებული და ეს არის ის შემადგენელი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს. მინდა დავარწმუნო ყველა იმპორტიორი, რომ იმპორტი საქართველოსთვის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ფასების სტაბილიზაცია და პროდიქციის და მომსახურების მოწოდება ხდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გვქონდეს ყველა ის შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და არა იმისათვის, რომ იგი რაიმე სხვა მიზნებისათვის გამოვიყენთ. ასეთი შემთხვევის დადგენისას საჭიროა ინიცირება და შემდეგ უკვე გამოძიება", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა