მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტე და რუსეთი ერთობლივი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე შეთანხმებას გააფორმებენ

56a5d8089d1ec
BM.GE
25.01.16 12:07
1305
ეგვიპტის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ეგვიპტე და რუსეთი მალე ერთობლივი ინდუსტრიულიზონის შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ინდუსტრიული ზონა სუეცის არხში გაიხსნება, - განმარტებულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ხელი მოეწერება არა ერთ ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების პროექტს, მათ შორის სუეცის არხში ერთობლივი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე შეთანხმებას და ასევე დოკუმენტს რუსულ პირდაპირ საინვესტიციო ფონდსა და რამდენიმე ეგვიპტურ ბანკებთან რათა დაფინანსდეს საინვესტიციო პროექტები” _აღნიშნულია განცხადებაში. წინასწარი ვარაუდით შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირის განმავლობაში მოეწრება. აღსანიშნავია, რომ წინასწარი ცნობების მიხედვით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას 60 რუსული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.