მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სამინისტრო: ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდებაზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს

568a754651e37
BM.GE
04.01.16 17:32
1256
ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოსთვის ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
 
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით.

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით“, - განმარტავენ სამინისტროში.