მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერიკ ლივნი: აუცილებელია ადამიანები სოფლის ტერიტორიაზე შევინარჩუნოთ, ისინი დიდ საქმეს აკეთებენ

56571292e20be
BM.GE
26.11.15 18:02
1667
სოფლის მეურნეობა, თუ მომსახურების სფეროს განვითარება - რომელი მიმართულება უნდა იყოს საქართველოში უფრო პრიორიტეტული და რამ შეიძლება გაზარდოს საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად. აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესკონტაქტში“ ISET-ის ეკონომისტი, ერიკ ლივნი საუბრობს.

- რომელ სექტორში ხედავთ საქართველოში მეტ კონკურენტულ უპირატესობას, - სოფლის მეურნეობაში თუ მომსახურების სექტორში?

-სანამ ჩვენ ჩავუღრმავდებით სოფლის მეურნეობის, თუ მომსახუების სექტორის არჩევას, უნდა გვესმნოდეს რომელი სახის სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ. გარკვეული ცვლილებები აღინიშნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობაში ჩართულია ინვესტიციები, ტექნოლოგია და მაღალი დონის ცოდნა. უნდა ვიცოდეთ, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ერთი და იმავე პროდუქტის წარმოება. მაგალითად, საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, თუ კი გსურთ იყოთ კონკურენტუნარიანი კარგია ხორბლის, ან მასიური პროდუქტის წარმოება. შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოთ რუსეთს ან უკრაინას, თუმცაღა აუცილებელია ფრთხილი მუშაობა და ახალი მეთოდების გამოყენება. ყურადღება უნდა მიექცეს ჩურჩხელის წარმოებას და უნდა მოხდეს ბრენდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებაა. შეგიძლიათ ხორბალი აწარმოოთ და თუ არასწორად მოავახდენთ განსხვავებას, შეიძლება დავკარგოთ პრიორიტეტები.

- რა სახის პროდუქტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში?

- სოფლის მეურნეობა ისეთი სექტორია, სადაც ყურადღება მახვილდება ხილის პროდუქციაზე, სადაც მეტ მიღწევებს განახორციელებთ ამით უფრო მეტად მოხდება ინვესტიციების მაღალი დონის ჩადება. განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე, ვინაიდან ეს სოციალურ მიდგომებს გულისხმობს. როდესაც გვსურს ფული დავაბანდოთ სოფლის მეურნეობაში, ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ შემოსავლების დამატებითი წყაროები აუცილებლად ექნებათ. ამ საკითხში სასურველი აზროვნება არ უნდა ჩავრთოთ. მაგალითად, თუ კი ჩვენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გავამახვილებთ ყურადღებას ეს შეიძლება მაინცდამაინც დამხმარე არ იყოს. სოფლის მეურნეობის სფეროში უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ ტექნოლოგიური სპეციალისტები, არამედ სხვადასხვა სახის სპეციალისტები. ვიცით, რომ საქართველოში ტურიზმის დონე იზრდება და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ტაქსების მომსახურების ფასების შემცირება. თუ თქვენ მოახდენთ თქვენი პროდუქტის ექპორტირებას, ეს აისახება სოფლის მეურნეობაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე და სხვა სფეროებზეც. მაგალითად თუ სილამაზის სალონების და ტაქსების მომსახურებაზე ამახვილებთ ყურადღებას, აქ ფასები უნდა შემცირდეს.

- ურბანიზაცია ხდება ბუნებრივად, როცა ადამიანები სოფლებიდან ჩამოდიან. რაც უფრო მაღალი ურბანიზაციის დონე გააჩნია ქვეყანას, უფრო წარმატებულია. უფრო მეტი ადამიანი საქმდება...

- ზოგადად ადამიანებს ესმით თანაფარდობა და რაც უფრო მეტია ურბანიზაცია, მით უფრო მეტია მომსახურება და რა თქმა უნდა, მეტია შემოსავლებიც. ეს სოფლებისთვისაც სარგებლს მომცემია. როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მაგალითად, კახეთიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ მათ პროდუქტიული სამუშაო უნდა იშოვონ. მაგალითად მე ჩემს დროს და სამუშაოს ეფექტურად ვიყენებ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი იქნება იმ ქვეყნებში, რომლებსაც მეტი მომსახურების სექტორი აქვს, მაგრამ შეცდომა იქნება, თუ კი აღვიქვამთ, რომ აქ რაღაც გამომწვევი კავშირი არსებობს. ეს ხელოვნურად ხდება.

- როდესაც გადავხედავთ სუბსიდირებას სოფლის მეურნეობაში, დავინახავთ, რომ ეს ხელოვნურად ხდება...

- სუბსიდირება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხელოვნურად ვინარჩუნებთ ადამიანებს სოფლის ტერიტორიებზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა არის ხელოვნური და რა - ბუნებრივი, უნდა გვესმოდეს ეს. მაგალითად, თბილისი დედაქალაქია, მაგრამ უმუშევვრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ აქ ფიქსირდება. ადამიანებს არ სურთ, რომ ჩამოვიდნენ თბილისში. იმიტომ, რომ მათთვის, რომ იცხოვრონ მაგალითად კახეთში უკეთესი და უსაფრთხოა ვინაიდან თბილისში სამსახურის შოვნის გარკვეული საფრთხე არსებობს.

- თუ ეკონომიკის ზრდაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელი მიმართულება იქნება უფრო ეფექტური სოფლის მეურნეობის თუ მომსახურების სექტორი?

- კოშმარული სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, - 45 პროცენტია სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული და ნახევარმა გადაწყვიტა ქალაქში გადმოსვლა, - რა მოხდება? თბილისი კოშმარულ ქალაქად იქცევა. იგი ტურისტებსთვის არამიმზიდველი გახდება მისი გადატვირთულობის გამო, ნაკლებად ექნებათ ბიზნესმენებს ინვესტირების სურვილი, ქალაქი იქნება დანაშაულით, პროსტიტუციით სავსე და აღარავის არ მოუნდება ამ ქალაქში სტუმრად ჩამოსვლა. ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხზე, რომ მთავარია ის ადამიანები სოფლის ტერიტორიებზე შევინარჩუნოთ. 

- რა იქნება დადებითი, თუ მათ შევინარჩუნებთ?

- რაც უფრო დიდხანს მოხერხდება ადამიანების სოფლად ცხოვრების შენარჩუნება უკეთესია. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია განათლება. მაგალითად, კახეთში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ თბილისში სამუშაო მიიღონ, იმიტომ რომ მათ განათლების პრობლემა აქვთ. არსებობს სპეციალური სამუშაო მოთხოვნები, მათ შორის უცხო ენის უნარ-ჩვევები. ასე, რომ 45 წლის ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ მომსახურების მრეწველობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ისინი სოფლის მეურნეობის მრეწველობასაც დაკარგავენ, რადგან უნარ-ჩვევების, განათლების გარეშე ვერ იმუშავებენ. ვხედავ, რომ ისისნი ინტერნეტით დამატებით სამუშაოებს ეძებენ, თუ მათ გააჩნიათ ინგლისურის ცოდნა და არა რუსულის. ასეთი ადამიანები მინახავს.

- თქვენი რეკომენდაციები - საქარველო რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს, რა გზა უნდა ავირჩიოთ?

- შევდივართ საარჩევნო წლის ფაზაში და მხედველობაში უნდა მივიღოთ და ყურადღება გავამახვილოთ დასაქმებაზე. ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი, არამედ ხანგრძლივი, რადგან ახალი თაობა შეიძლება გარკვეულწილად დაიკარგოს. სწორედ ამიტომ ყურადღება სწორედ მომდევნო თაობაზე უნდა გამახვილდეს. მომდევნო თაობამ კი, უპირველეს ყოვლისა, განათლების მიღება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. სკოლამდელი განათლება უნდა შევიმუშაოთ.