მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი წლიური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტისგან მიწვევას ელოდება

568cf449e3305
BM.GE
06.01.16 14:38
1398
ეროვნული ბანკი წლიური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტისგან მიწვევას ელოდება. როგორც ეროვნულ ბანკში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, პარლამენტის მხრიდან გასული წლის განმავლობაში წლიური ანგარიშის წარსადგენად მიწვევა არ ყოფილა და შესაბამისად არც მოსმენა ჩანიშნულა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უწყება ანგარიშის წარსადგენად მზად არის.
 
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა არ შემდგარა. წლის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოსმენა ბოლო სასესიო კვირაში შედგებოდა, თუმცა 23 დეკემბერს პრემიერის გადადგომის შემდეგ მოსმენა აღარ შედგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პარლამენტში ანგარიშით ბოლოჯერ უნდა წარსდგეს.