მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს

5656a6d8a419c
BM.GE
26.11.15 10:28
1579
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის მხარეს, "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს.

"მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული ავტომანქანების ნაწილი მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით.

დარჩენილი მანქანები გაჩერებულები არიან ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას.

ქართულ მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის" კონტროლის ზონაში არ არის არცერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა.

საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების მძღოლებს „ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ", - განმარტავენ უწყებაში.