მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

569f7a72c08a8
BM.GE
20.01.16 16:14
1215
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 14 575 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.490 პროცენტით, მაქსიმალური 14.950პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.772 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.