მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმან გრეფი: არავის უნდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ჩვენ საბანკო კრიზისთან გვაქვს საქმე

56a3603bc9e0f
BM.GE
23.01.16 15:02
1675
"2015 წელს რუსული ეკონომიკისათვის თავლის მიდევნებისას აშკარა იყო საბანკო კრიზისი, 2016 შემდეგი რთული წელი იქნება საბანკო სფეროსთვის", - განაცხადა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმან გრეფმა. "ჩვენს ქვეყანაში დებატი იმაზე მიმდინარეობს, არსებულ სიტუაციას კრიზისი ჰქვია, თუ ეკონომიკური პრობლემები, არავის უნდა ამ სიტყვის გამოყენება. ჩემი შეფასებით კი ზუსტადაც რომ საბანკო კრიზისთან გვაქვს საქმე, ჩვენ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საბანკო კრიზისი იყო გასულ წელსაც", - აღნიშნავს გრეფი. სბერბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმდინარე წელს ბევრ ბანკს კაპიტალიზაციის პრობლემა შეექმნება. "ძალიან დიდი ზეწოლაა, ბანკები ვალდებულები არიან კაპიტალის დიდი წილი რეზერვში გადაიტანონ და მე ვფიქრობ, რომ ამ წელს ბევრ ბანკს შეექმნება პრობლემა კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით... მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცენტრალური ბანკი შეძლებს გაუმკლავდეს მას", -  განაცხადა გრეფმა.