მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ბიზნეს კლიმატის ინდექსი ვარდნას განაგრძობს

56a749c5efb8e
BM.GE
26.01.16 13:35
1479
გერმანიის ბიზნეს კლიმატის ინდექსი ვარდნას განაგრძობს. Ifo Institute-ის მონაცემებით, დეკემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 107,3 პუნქტზე დავიდა. Bloomberg-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ რომ შემცირება 108,4 პუნქტამდე გაგრძელდება. ბიზნესკლიმატის ინდექსი გერმანიაში ბიზნესის განვითარების პირობებთან დაკავშირებით გამოკითხული 7 ათასი კომპანიის გამოკითხვის შედეგად დგინდება. "მაღალი საერთაშორისო ეკონომიკური რისკები, განსაკუთრებით გაურკვევლობა ჩინეთის ეკონომიკის მიმართულებით, გაუარესებული ბიზნეს მოლოდინები, განსაკუთრებით ესპორტზე დამოკიდებული წარმოება", - ციტირებს Bloomberg DZ Bank-ზე დაყრდნობით.