მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან, ინფლაციის მაჩვენებლის 3 პროცენტამდე ჩამოწევას პროგნოზირებს

5665493c0513f
BM.GE
07.12.15 12:42
1602
გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებლის 3 პროცენტამდე ჩამოწევას პროგნოზირებს. როგორც ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მომდევნო წლის დასაწყისში მიაღწევს, რის შემდეგაც სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. სებ-ის პრეზიდენტი საჭიროებიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.
 
„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის განმკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ჩვენი ანგარიშების და პროგნოზების მიხედვით, ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან ჩამოიწევს 3 პროცენტამდე. ჩვენი საშუალოვადიანი მაჩვენებელი იქნება სამი პროცენტი.

ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას და თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ ყველა საქონელზე 5-6 პროცენტით არის გაზრდილი ფასი. ზოგ საქონელზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასი, ზოგ საქონელზე შემცირებულია, ზოგზე კი არ არის ცვლილება. საშუალო ინდექსი არის 6 პროცენტზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ საფრთხეებს ინფლაციის კიდევ ზრდის, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,3 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის 2015-2016 წლების სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი კი 5 პროცენტია.