მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გივი კორინთელი: 0%-იანი, უფასო სესხი ბუნებაში არ არსებობს

567f916db9391
BM.GE
27.12.15 11:15
2409
ინტერვიუ Green Capital-ის აღმასრულებელ დირექტორთან, გივი კორინთელთან.
 
- რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც განვადებას ვაკეთებთ, ბანკს გათვლა სად აქვს, რომ მისი პროდუქტი მომგებიანი იყოს?

- განვადებები საერთოდ ყველაზე უცნაური პროდუქტია, რომელიც ბანკებს აქვთ. ვითომ ის ჩვეულებრივი და მარტივია, მაგრამ ეს ძირითადად მოკლევადიანი სესხის პროდუქტია. მეორეს მხრივ, მე გამიგია განვადებები, როდესაც თქვენ რომ მოგინდეთ შუა პერიოდში მთლიანი თანხის დაფარვა, ამას ვერ გააკეთებთ. ზუსტად ეს არის განსხვავება სხვა სესხთან შედარებით. როდესაც მთლიანი თანხა გიდევთ ანგარიშზე და ჩამოგეჭრებათ, ასე შეიძლება, მაგრამ ის, რომ დაზოგოთ პროცენტი, ძირი შეიტანოთ, წინასაწარ გადაიხადოთ, ასეთი რამე არ ხდება. სხვა ნებისმიერი სესხისგან განსხვავებით, განვადებით გამოტანილი ნებისმიერი ნივთი, მაშინ როდესაც სესხს აფორმებთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ ეს ის თანხაა, რომერლსაც თქვენ ყველა ვარიანტში გადაიხდით. ვთქვათ აიღეთ 1000 ლარიანი განვადება, ხელშეკრულებაში 1500 ლარი გიწერიათ, ერთი წლის განმავლობაში 1500 ლარი უნდა გადაიხადოთ.

- კონკურენციის გამძაფრებას უკავშირდება 0%-იანი განვადება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. როდესაც საკომოსიოს ვიხდით, გამოდის, რომ 0%-ში ვიღებთ?

- ბევრს საუბრობენ იგივე ონლაინ სესხებზე. ონლაინ სესხების საიტზე ვერსად დაინახავთ წლიურ პროცენტს. წესების მეასე გვერდზე შეიძლება ეს ეწეროს. ძირითადად, ამას ამბობენ საკომისიო სესხის აღებაზე. საქმეში ცოტა ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ ეს არ არის საკომისიო, არამედ წლიური პროცენტია, რომელიც ერთგვარად დამალული და შეფარულია. 0%-იანი სესხი ბუნებაში არ არსებობს. სესხი თუ არის, ის 0%-იანი ვერ იქნება. რეალურად მერე ამას საკომოსიო მოსდევს. უფასო სესხი არ არსებობს.

ნებისმიერ სესხთან დაკავშირებით პრობლემები ყოველთვის მაშინ იწყება, როდესაც ვადაგადაცილებაში ხვდები. ზოგიერთ სესხთან ეს ნაკლებად დრამატულია, ზოგთან ძალიან დრამატული. მთავარია ჩვენ გავითვალისწინოთ ის, რომ სესხი რაც უფრო მოკლევადიანია და რაც უფრო ბუნდოვანია პირობები, მით უფრო დრამატული ხდება ჩვენთვის ვადაგადაცილება. ვადაგადაცილების დროს ზუსტად განვადებით აღებული სესხის პირობებში იგივე, ან შეიძლება უფრო მეტად ცუდი პირობებია, ვიდრე ვთქვათ საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. ნებისმიერი სახის სესხი მომხმარებლის რეჟიმში ყოფნას საჭიროებს. ეს მარტო განვადებას არ ეხება. სესხის და მითუმეტეს მოკლევადიანი სესხის დროს ჯობია, რომ თავის დროზე გადავიხადოთ.
 
- ადამიანები განვადებას ხშირად იმიტომ მიმართავენ, რომ თანხები გადაანაწილონ. ამ შემთხვევაში მათ რას ურჩევდით?

- რა თქმა უნდა, ვურჩევდი პირდაპირ იყიდონ და განვადებას არ მიმართონ, მაგრამ ჩვენ ცხოვრებას ისე ვერ ვიწყობთ, რომ ახალ წელზე ფიქრი ივლისში დავიწყოთ. ჩვენ რომ ცხოვრებას ვგეგმავდეთ, ალბათ განვადებების ნაკლები რიცხვი იქნებოდა. იმიტომ, რომ ყოველთვიურად გადავდებდით თანხას. ჩვენ ძირითადად 28 დეკემბერს გვახსენდება, რომ ტელევიზორი გვჭირდება და უნდა ვიყიდოთ. მერე აღმოვაჩენთ, რომ საკმარისი თანხა არ გვაქვს და ამიტომ განვადებას მივმართავთ. გვინდა, არგვინდა ეს მაინც გვიწევს. ეს კი ერთ-ერთი მახეა.