მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ეკონომიკა რეცესიაში შედის

5649bb11659ca
BM.GE
16.11.15 14:44
2649
2015 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის მონაცემებით, იაპონიის ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად შემცირდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში შედის. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ორი კვარტლის მაჩვენებლით ზედიზედ შემცირდა.

ორშაბათს, 16 ნოემბერს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშპ-ის მაჩვენებელი ივლის-სექტემბერში წლიური თვალსაზრისით 0,8%-მდე შემცირდა და არა 0,2%-თ როგორც ამას ელოდნენ.

მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,7 %-ით დაეცა. ამავე დროს, მესამე კვარტალში შიდა სამოხმარებლო მოთხოვნა 0,5%-ით გაიზარდა, რომელიც მშპ-ის 60% წარმოშობს.

ანალიტიკოსები მიმდინარე კვარტალში ეკონმიკური მაჩვენებლის მცირე ზრდას ელიან. ამასთან, სუსტმა მაჩვენებლებმა შესაძლოა იაპონიის მთავრობა აიძულოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.