მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზოდ, გადაადგილებას

5673b986ad74b
BM.GE
18.12.15 11:44
1323
სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.
 
როგორც საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა.

„ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გადაადგილებას. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი ნაბიჯი, როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ისე - საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გადაგვიდგამს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.