მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიის ეკონომიკა ევროპაში ყველაზე სწრაფად იზრდება

566be10d1cd62
BM.GE
12.12.15 12:50
2443
ირლანდიის ეკონომიკა მეორე წელია ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპს აფიქსირებს. სექტემბრის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. მაჩვენებელი ირლანდიის ცენტრალურმა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებმა დაადასტურა. მესამე კვარტალში ირლანდიის მშპ, წინა 3 თვის შედეგებთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა. შედეგების მიხედვით, ირლანდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ბოლო ფინანსური კრიზისისას იძულებული იყო მის დასაძლევად საგარეო დახმარებისთვის მიემართა, დღეს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აფიქსირებს. ეკონომიკურმა წინსვლამ გავლენა დასაქმების სფეროზეც მოახდინა და ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო 3 წლის განმავლობაში 15%-დან 9%-მდე შემცირდა.