მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად ქართული ნატურალური ღვინის აუქციონი გაიმართება

567b8bc948589
BM.GE
24.12.15 10:05
2055
27 დეკემბერს, 16:00 საათზე, ტაბიძის 15-ში, vino underground-ში, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. აუქციონზე გაიყიდება ნატურალური ღვინოები, პირდაპირ მწარმოებელთა ენოთეკებიდან, რომლებიც დღეს რარიტეტს წარმოადგენს.
 
აუქციონი ჯონ ვურდემანის დასახმარებლად იმართება, რომელსაც 11 დეკემბერს, ქალაქ სიღნაღში სახლი დაეწვა.

სახლთან ერთად განადგურდა წლების განმავლობაში ნაგროვები ეთნოგრაფიული მასალა; მარანი, რომელიც საქართველოს სტუმრებს, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და სხვა გავლენიან ადამიანებს გააცნობდა ქართულ ღვინოს და ქართული სუფრის საუკეთესო ტრადიციებს. ეს ის სახლია, სადაც წარმოშობით ამერიკელი ჯონი 90-იან წლებში დასახლდა.