მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება

565fe5e508e4a
BM.GE
03.12.15 10:47
3291
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება. ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შედის. ინიციატივის შესახებ, დღეს მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, რეგულაციები არ შეეხებათ იმ პირებს, ვისაც მარჯვნივ საჭიანი ავტომობილები უკვე რეგისტრირებული ყავთ.
 
"გუშინ ტელევიზიებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, მარჯვენასაჭიან მანქანებზე შემოგვაქვს ახალი რეგულააციები და თითქოს ახალ გადასახადებს ვუწესებთ, - ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. მსგავსი არაფერი არ იგეგმება. მფლობელებს ვისაც გააჩნიათ მარჯვენასაჭიანი მანქანა და გადატანილი საჭით მანქანები - და ისინი რეგისტრირებული არიან - შეუძლიათ მთელი ცხოვრება იქონიონ ეს მანქანები. მათ არ ვეხებით საერთოდ, უბრალოდ იმ თარიღიდან რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდებით, მას შემდეგ უკვე აიკრძალება რეგისტრაცია", - განაცხადა მინისტრმა.