ოთხ, 26 ივლისი
ოთხ, 26 ივლისი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 09:52

მდიდარი მოსახლეობის 1 პროცენტის ქონება დარჩენილი მსოფლიო მოსახლეობის ქონების ტოლია

კატეგორია: მსოფლიო
პლანეტის ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%-ის, ანუ 73 მილიონი ადამიანის ქონება, მთელი დანარჩენი კაცობრიობის ჯამურ ქონებას გაუტოლდა, განაცხადა ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Oxfam-ი. Oxfam-მა ასევე გამოთვალა, რომ პლანეტის 62 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე მოცულობის აქტივებს ფლობს, რამდენსაც დედამიწის ყველაზე ღარიბი ნაწილი ერთად აღებული. 2010 წელს, 388 უმდიდრესი ადამიანის ქონება, დედამიწის მოსახლეობის ნახევარისას უტოლდებოდა. გამოთვლების გასაკეთებლად, საქველმოქმედო ორგანიზაცია, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ოქტომბრის მონაცემებს დაეყრდნო. პლანეტის მოსახლეობის 10%-ის აქტივების მოცულობა $69 ათასია, ხოლო 1%-ის - $760 ათასი. Oxfam-ი, მსოფლიოში ზრდადი სოციალური უთანასწორობისთვის საზოგადოების ყურადღების მიქცევას დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ ცდილობს, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები ყოველწლიურად იკრიბებიან. „ეკონომიკის ნაცვლად, რომელიც მომავალი თაობების და მთლიანად პლანეტის საერთო კეთილდღეობისთვის მუშაობს, ჩვენ ეკონომიკა 1%-თვის შევქმენით", - ნათქვამია Oxfam-ის ანგარიშში.
უკან დაბრუნება
602ნახვა
მდიდარი მოსახლეობის 1 პროცენტის ქონება დარჩენილი მსოფლიო მოსახლეობის ქონების ტოლია
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი