მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2015 წელს 4.4%-ით გაიზარდა

569e474eb6883
BM.GE
19.01.16 18:14
2036
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2015 წელს მსოფლიოში 4.4%-ით გაიზარდა და 1.18 მლრდ ადამიანი შეადგინა, განაცხადა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ. საზღვარგარეთ წასული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით, შარშან 50 მლნ-ით გაიზარდა. ამ მხრივ ლიდერები იყვნენ ჩინეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი. ტურისტულ მიმართულებებს შორის კი განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპაზე, აზია და წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტურისტული დანახარჯების ყველაზე მაღალი, ორნიშნა ზრდა აჩვენეს ჩინელმა ტურისტებმა და ეს ტენდენცია 2004 წლიდანაა. ამერიკელმა ტურისტებმა 2015 წელს, წინასთან შედარებით 9%-ით მეტი ფული დახარჯეს, ხოლო ბრიტანელებმა - 6%-ით. გერმანელების, იტალიელების და ავსტრალიელების დანახარჯების ზრდა 2%-ს არ აჭარბებდა. ტურისტების დანახარჯები რუსეთიდან და ბრაზილიიდან კი პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზი კი იყო ეკონომიკური ვარდნა ორივე ქვეყანაში და ეროვნული ვალუტების, რუბლის და რეალის მკვეთრი გაუფასურება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ელის, რომ ტურიზმის ზრდის ტენდენცია დადებითი იქნება წელსაც. საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში წელს გაიზრდება 4-5%-ით, ევროპაში - 3,5-4,5%-ით, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში - 2-დან 5%-მდე.