მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლს ამკაცრებს

566ac494f0028
BM.GE
11.12.15 16:38
1384
მთავრობა სკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლს ამკაცრებს. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, კვებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
 
"გვინდა მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, არც ერთი სკოლა არ უნდა დარჩეს შემოწმების გარეშე, რაც პირად კონტროლზე აქვს აყვანილი სოფლის მეურნეობის მინისტრს. თუ რომელიმე სკოლაში გამოვლინდება კვების რაციონისა თუ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მაქსიმალურად მკაცრ ზომებს მივიღებთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2013 წლამდე სკოლებში ამ მიმართულებით ინსპექტირება არ ხდებოდა და შესაბამისად არ არსებობდა სტატისტიკა. „ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროები, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. უკვე შემოწმებულია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა ბაღი და სკოლების 60%–ი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ სტანდარტების სარეკომენდაციო პაკეტი შეიმუშავა. შედგენილია სკოლის კვების რაციონი და მიმდინარეობს მუშაობა ბაღების კვების რაციონზე", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.