მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობკომპანიებმა 240 მილიარდი დოლარი დაკარგეს

566bf65894100
BM.GE
12.12.15 14:23
1284
"ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობკომპანიებმა 240 მილიარდი დოლარის ზარალი ნახეს", - ბლუმბერგის ინფორმაციით, ოპეკის გადაწყვეტილებამ ინვესტორებს მილიარდობით დოლარი დააკარგვინა. შეგახსენებთ, რომ ოპეკმა წარმოებების შემცირებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასი შვიდი წლის მინიმუმამდე დაეცა და ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 41 დოლარი შეადგინა.
 
ბლუმბერგის ანალიტიკოსების ინფორმაციით, 11 მილიარდი დოლარი დაკარგა Exxon Mobil-მა. 17 მილიარდის დანაკარგი მიიღო PetroChina-მ.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი თითქმის განახევრდა. ამერიკის სიდიდით ნომერ მეორე ნავთობკომპანიამ, Chevron-მ უკვე განაცხადა, რომ კომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი 24 პროცენტით შემცირდება. ხარჯების 7,7 მილიარდამდე შემცირებაზე განაცხადა ConocoPhillips-მაც.

ბლუმბერგის ინფორმაციით, მსოფლიო ენერგოსექტორის ინდექსი, (MSCI) რომელიც 107 კომპანიას აერთიანებს, მიმდინარე წელს 25 პროცენტით შემცირდა.