მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოდარ ჯავახიშვილი: წინა ხელისუფლებამ უზარმაზარი თანხა პრაქტიკულად ჭაობში გადაიხადა

5681122f8d11c
BM.GE
28.12.15 14:40
1430
"სანამ განსახლება არ იქნება პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი ჩვენ კონტრაქტებს არ გამოვაცხადებთ", - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის განსახლებასთან მიმართებაში სამინისტროში საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო, რაც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა.
 
"ძალიან ბევრი პრობლემები იყო სამინისტროში განსახლებებთან მიმართებაში. მხოლოდ გრიგოლეთის და ქობულეთის ნაწილში, ასევე სამების გერგეთზე სულ გავაჩერეთ საქმიანობა. შექმნილი იყო წინა ხელისუფლების დროს დემაგოგიის ძალიან დიდი ბაზა. განსაკუთრებით ქობულეთის შემოვლით გზაზე სახელმწიფომ უზარმაზარი თანხა პრაქტიკულად ჭაობში გადაიხადა. ეხლა მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ ანალოგიური თანხა აუნაზღაურდეთ მათ.

გერგეთში სხვა მიზეზია, მაგრამ აქაც არის ხელისშეშლა. კონტრაქტები იდებოდა, მაშინ როდესაც განსახლება არ იყო საერთოდ დაწყებული. სანამ განსახლება არ იქნება პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი ჩვენ კონტრაქტებს არ გამოვაცხადებთ", - განაცხადა ჯავახიშვილმა.