მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბანკებმა 22,2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

5655a646c9bea
BM.GE
25.11.15 16:12
1637
2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით შემცირდა და 24.4 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 2.0 პროცენტით შემცირდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.7 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ოქტომბრის თვის წმინდა მოგებამ 22.2 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.5 პროცენტი შეადგინა.