მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერობის კანდიდატად უმრავლესობაში გიორგი კვირიკაშვილს ასახელებენ

567ce156bf28a
BM.GE
25.12.15 10:24
1154
უმრავლესობის წევრების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს.
 
“ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას დღეს წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ. გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დაადასტურა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.

"გუშინ დილიდან საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიდიოდა პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიას შორის. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან გვქონდა საუბარი. საბოლოოდ ჩვენ ველოდებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას დღეს წარმოადგენს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„იქნება გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ უკვე შეჯერებულები ვართ. რაც შეეხება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ის ძალიან წარმატებული პრემიერმინისტრი იყო, ძალიან რთულ დროს ჩაიბარა მან ეს თანამდებობა და საკმაოდ კარგი შედეგები დადო,"- განაცხადა ქანტარიამ.