მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ჰოლდინგი ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია

586e66e793866
BM.GE
05.01.17 19:26
2077
პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჯაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა და დღეის მდგომარეობით, შესულია ბირჟის პრაიმ ლისტინგში. ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვლ და გავლენიან ინვესტორთა წრეში. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფი თავიდანვე პრემიუმ ლისტინგში მოხვდა, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

"პროკრედიტ ჯგუფი სიამაყით აღნიშნავს კიდევ ერთ წარმატებულ მოვლენას. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის სიაში შეყვანით ბანკი ბაზარს უხსნის ახალ ინვესტორებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ დანერგილ განსხვავებულ საბანკო მიდგომასთან. ეს არის თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრაიმ სტანდარტის ჩამონათვალში მოხვედრა პირდაპირ ნიშნავს, რომ პროკრედიტ ჯგუფი პასუხობს გამჭვირვალობისა და კორპოპრაციული მართვის მკაცრ მოთხოვნას, რაც ისედაც ყოველთვის ახასიათებდა კომპანიას მისი განვითარების გზაზე", - განმარტავენ ბანკში. 

პროკრედიტ ჯგუფის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში და ძირითადათ შედგება აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ბანკებისგან. ასევე წარმოდგენილია გერმანიასა და სამხრეთ ამერიკაში. 1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში.