მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე სწრაფად ძვირდება

587257c709896
BM.GE
08.01.17 19:15
3582
საერთაშორისო საბროკერო კომპანია Knight Frank-მა შეადგინა იმ ქალაქების რეიტინგი, სადაც უძრავ ქონებაზე ფასები ყველას სწრაფად იზრდება.

რეიტინგში მოხვდა 50 ქალაქი, სადაც ბოლო 1 წლის მანძილზე დაფიქსირდა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები. ანალიტიკოსებმა შეადარეს სახლების და ბინების ფასები 2016 წლის მე-3 კვარტალაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღმოჩნდა, რომ 13 ქალაქში ფასებმა მოიმატა 20%-ზე მეტად, პირველი 8 ადგილი კი უჭირავს ჩინეთის ქალაქებს.
პირველ ადგილზეა ნანკინი (42, 9%), შემდეგ მოდის შანხაი (+39, 5%) და შენჩჟები (34, 5%). არაჩინურ ქალაქებს შორის ლიდერობს კანადური ვანკუვერი (24%) - ეს მაჩვენებელი აიხსნება უცხოელების, მათ შორის ჩინელების მხრიდან, არსებული დიდი მოთხოვნით. ევროპის ქალაქებს შორის ლიდერობს ბუდაპეშტი, სადაც ერთი წლის მანძილზე ბინები და სახლები გაძვირდა 23,6%-ით.


რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ნანკინი, ჩინეთი 42,9%
2. შანხაი, ჩინეთი 39,5%
3. შენჩჟენი, ჩინეთი 34,5%
4. პეკინი, ჩინეთი 30,4%
5. უსი, ჩინეთი 28,2%
6. ხანჩჟოუ, ჩინეთი 28,2%
7. ტიანცზინი, ჩინეთი 25,4%
8. ჩჟენჩჟოუ, ჩინეთი 25,0%
9. ვანკუვერი, კანადა 24,0%
10. ჩენაი, ინდოეთი 24,0%
11. ბუდაპეშტი, უნრეთი 23,6%
12. გუანჩჟოუ, ჩინეთი 23,2%
13. უხანი, ჩინეთი 22,5%
14. ოსლო, ნორვეგია 17,9%
15. ვიქტორია, კანადა 17,9%
16. ველინგტონი, ახალი ზელანდია 17,0%
17. სტამბული. თურქეთი 16.6%
18. ლაკხნაუ, ინდოეთი 16,5%
19. ტორონტო, კანადა 16,4%
20. ბრისტოლი, ინგლისი 15,8%
21. კოჩინი, ინდოეთი 15,7%
22. იზმირი, თურქეთი 15,6%
23. ცზინცზიანი, ჩინეთი 15,5%
24. ოკლენდი, ახალი ზელანდია 15,4%
25. ამსტერდამი, ჰოლანდია 14,2%
26. მალმე, შვედეთი 13,7%
27. ჰამილტონი, კანადა 13,1%
28. რეიკიავიკი, ისლანდია 13,0%
29. ჩანშა, ჩინეთი 12,0%
30. ცინდაო, ჩინეთი 11,9%
31. ნინბო, ჩინეთი 11,3%
32. ახმადაბადი, ინდოეთი 11,3%
33. სიეტლი, აშშ 11,1%
34. პორტლენდი, აშშ 10,9%
35. უტრეხტი, ჰოლანდია 9,9%
36. ლონდონი, ინგლისი 9,2%
37. ანკარა, თურქეთი 8,8%
38. დენვერი, აშშ 8,8%
39. ჰაადა, ჰოლანდია 8,4%
40. კანპური, ინდოეთი 8,3%
41. ხაიფა, ისრაელი 8,2%
42. პორტუ, პორტუგალია 8,2%
43. დალასი, აშშ 8,1%
44. მუმბაი, ინდოეთი 7,7%
45. ტალინი, ესტონეთი 7,7%
46. ბარსელონა, ესპანეთი 7,7%
47. ტამპა, აშშ 7,6%
48. სტოლჰოლმი, შვედეთი 7,5%
49. ჩენდუ, ჩინეთსი 7,4%
50. როტერდამი, ჰოლანდია 7,4%


"კომერსანტი"