მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომერციული სექტორი "გაზპრომისგან" გაზის შეძენით არის დაინტერესებული

5666782a632a7
BM.GE
08.12.15 10:22
1590
კომერციული სექტორის წარმომადგენლები გაზპრომიდან ბუნებრივი აირის შეძენით დაინტერესებულნი არიან. ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია კომპანიებს ნებისმიერი წერტილიდან გაზის ტრანსპორტირებაში დაეხმაროს. 
 
"კომერციული გაზის თვალსაზრისით, ჩვენ დეფიციტი არ გვაქვს. არის მხოლოდ ოპერატიული მართვის მინუსები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ჩნდება. ჩვენ გრძელვადიანი სტარტეგიული რისკი იმ თვალსაზრისით, რომ უცბათ ერთ დღეს გავიღვიძებთ და გაზი არ გვექნება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან აზერბაიჯანთან საკმაოდ კარგი პარტნიორული თანამშრომლობა იყო, გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება აუცილებლად. თუ დავინახავთ, რომ ვინმე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთეს პირობებს მოძებნის რუსთთან ურთიერთობაში, გაზპრომის მოწოდების პირობებში, ჩვენ სახელმწიფო კომპანიას გვაქვს ვალდებულება, რომ „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილამდე პროდუქტი მივიტანოთ. მესამე მხარის დაშვება არის მოთხოვნა ყველა მონოპოლი ოპერატორისთვის. დიახ, დღეს არის კომპანია, რომელიც ახორციელებს რუსეთიდან მცირე მოცულობით, მაგრამ მაინც, კომერციული გაზის იმპორტს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.