მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის ავტოტრანსპორტი": "გაზპრომის" პროდუქცია შარშანაც შევიძინეთ

56829156b310e
BM.GE
29.12.15 17:38
1486
"ბათუმის ავტოტრანსპორტი" რომელიც ბათუმის მერიის მფლობელობაშია, რუსული "გაზპრომის" პროდუქციას შეიძენს. კერძოდ საუბარია სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საპოხ მასალებზე და ძრავის ზეთებზე. ბათუმის ავტოტრანსპორტის შესყიდვების მენეჯერმა, ამირან შაქარაძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მათ "გაზპრომთან" არავითარი ურთიერთობა არ აქვთ, რადგან გამოცხადებულ ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც პროდუქციას "გაზპრომისგან" ყიდულობს. "ბათუმის ავტოტრანსპორტს" პროდუქციას კომპანია "ემ ენ ჯორჯია" მიაწოდებს, რომელთანაც ხელშეკრულება 31 დეკემბრამდე გაფორმდება. ამირან შაქარაძის თქმით "ბათუმის ავტოტრანსპორტი" ტენდერში აკრძალვებს ვერ დააწესებს და მასში ყველა ქართულ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა.
 
"სისტემამ გამოავლინა ყველაზე დაბალფასიანი შემოთავაზება, რომელმაც პარამეტრები დააკმაყოფილა. ჩვენთვის პროდუქცია ქართულ კომპანიას შემოაქვს, გაზპრომთან არავითარი შეხება არ გვაქვს", - განუცხადა შაქარაძემ "ბიზნესკონტაქტს. მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელსაც "გაზპრომის" პროდუქცია შეიძინა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ მიაწოდა. წლევანდელ ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიას კი რუსული პროდუქტი ჰქონდა წარმოდგენილი. როგორც ამირან შაქარაძე აცხადებს წინა წლებში ისინი ევროპულ პროდუქციას იძენდნენ, ფასების მატების გამო კი რუსული პოდუქციის შეძენა მოუწიათ.