მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასიური თავგადასავალი" - საქართველო The Guardian-ის 2016 წლის საუკეთესო მიმართულებებში მოხვდა

568ce1241f1b7
BM.GE
06.01.16 13:37
1516
გამოცემა The Guardian-მა 2016 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია შეადგინა. სიაში, რომელშიც 40 ქვეყანა შედის საქართველოც მოხვდა. "კავკასიური თავგადასავალი", - ასე ასათაურებს გამოცემა საქართველოს შესახებ მიმოხილვას. "მას შემდეგ რაც 25 წლის წინ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პესპექტიული მიმართულება გახდა. საქართველო ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები, თუმცა "პეგასუსის" ავიაკომპანიით ბათუმში მოხვედრა საკმაოდ იაფი ჯდება, ბათუმიდან კი კავკასიის მთებში შეგიძლიათ მოხვდეთ", - წერს გამოცემა. Guardian-ის ცნობით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში არაერთი 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნახვაა შესაძლებელი, მათგან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად კი გამოცემა სასტუმრო „რუსმსს“ ასახელებს. სტატიაში ავტორი ქალაქში არსებული ღვინის ბარებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მევენახეობით ცნობილია. კულტურის მოყვარულებს კი გამოცემა თბილისის ოპერაში წასვლას ურჩევს.