მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლიპრინტი" საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

56a73d14970af
BM.GE
26.01.16 13:14
1950
სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "პოლიპრინტი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს.
 
შპს „პოლიპრინტი“ სტიკერებისა და ეტიკეტების ბეჭდვაზეა ორიენტირებული და პოლიგრაფიულ მომსახურეობას სთავაზობს მომხმარებელს. კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა მოიცავს არაგოფრირებული ქაღალდის ან არაგოფრირებული მუყაოსგან ყუთების, კოლოფების და დასაკეცი კოლოფების წარმოებას. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარების შეძენესა და წარმადობის გაზრდას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიაში დასაქმებულია 40 ადამიანი, დამატებით კიდევ 10 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ღირებულება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ უმსხვილეს საწარმოებს და სამომავლოდ კონკურენტუნარიანობისა და ბაზარზე წილის ზრდას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.