22.მაისი.2016 11:11
ეკონომიკა

"საქართველოში სურსათის უვნებლობის კვალიფიციური სპეციალისტის მოძიება ძალიან რთულია"

"საქართველოში სურსათის უვნებლობის კვალიფიციური სპეციალისტის მოძიება ძალიან რთულია"
ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა სოხაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ინსპექტორების რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, 2014 წლამდე სურსათის უვნებლობას ქვეყანაში 20 ინსპექტორი აკონტროლებდა, დღეს კი ასეთ კონტროლს 120-ზე მეტი პირი ახორციელებს. მისივე თქმით სფეროში კვალიფიციური კადრის მოძიება დღეს რთულია.

"მსგავსი პრეზენტაციები წინა წლებშიც იმართებოდა. საზოგადოებისათვის და ჩვენთვის გარედან დანახული პრობლემები მნიშვნელოვანია. ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა ეტაპობრივად ხდება. ღონისძიებაზე ისაუბრეს სტატისტიკურ მონაცემებზე, ბიზნეს ოპერატორთა ბაზაზე, შემოწმების შედეგებსა და ამ შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდებაზე. ამ პრობლემების მოგვარებაზე სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს. კანონში ცვლილებათა პროექტია მომზადებული, რომელიც პარლამენტში განხილვის სტადიაზეა. მან საკანონმდებლო დონეზე ბიზნეს ოპერატორთა შესახებ ინფორმაციის სიზუსტე და მისი ხელმისაწვდომობა უნდა მოაწესრიგოს.

ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სპეციალისტების მომზადების უმაღლესი სკოლები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების მოძიება ძალიან რთულია. კომპლექსურ პრობლემებში სამი მოთამაშეა: ბიზნეს ოპერატორი, მომხმარებელი, როგორც ძირითადი მოთამაშე და მაკონტროლებელი - სურსათის ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობას ქვეყანაში ძალიან მწირი და მცირე ისტორია აქვს. “სურსათის უვნებლობის“ ცნება სულ რამდენიმე წელია, რაც ქვეყანაში არსებობს და მისი ცოდნა ბიზნესისთვის აუცილებელია, ვინაიდან რაც არ უნდა აქტიური იყოს სურსათის ეროვნული სააგენტო, თუ ბიზნესმა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები არ დაიცვა, ძალიან რთულია შედეგს მივაღწიოთ",- აცხადებს კახა სოხაძე.
15.დეკემბერი.2017 19:07
1450

ვინ არიან "ალტას" და "მეტრომარტის" მფლობელები

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 18:06
654

"მომავალ წელს გაცილებით დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება"

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 18:06
90

უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 17:05
170

ბიზნესომბუდსმენი: მაკონტროლებლები "გზაში არიან" და წამოგვეწევიან

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 16:04
72

"ალტა" "მეტრომარტის" 50%-ის მფლობელი გახდა

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 16:04
63

"ბიზნესომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობა შემცირდა"

ვრცლად