მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სემეკის გადაწყვეტილება რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში ინფრასტრუქტურის განახლებას შეაფერხებს"

56571a4d9fc99
BM.GE
26.11.15 18:37
1276
კომპანია "რუსთავის წყალი", სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ, სემეკის 26 ნოემბერს  მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 კომპანია "რუსთავის წყლის" მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას  ქ. რუსთავში, გარდაბანსა და  მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.

"სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად "რუსთავის წყალი" წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.

კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი - ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება.

ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და  ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.