მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრნავთობმა" რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის სასამართლოში შეიტანა

5694fefaed40f
BM.GE
12.01.16 17:21
2281
უმსხვილესმა უკრაინულმა ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა კომპანიამ "უკრნავთობმა“ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.
 
RBC-ს ცნობით, სასამართლოს ვებ-გვერდზე სარჩელის არსსა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს ჯერ კიდევ 1998 წელს რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის მთავრობათაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი კიდევ 11 უკრაინულ კომპანიას აქვს შეტანილი. მათ შორის - Stabil-ს, "რუბენორს“, "რუსტელს“, "კიროვოგრად-ნავთობს“, "ყირიმ-პერტოლს“, "პირსანს“, "ტრეიდ -ტრასტს“ და სხვა.