მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაზიაინი" ჩინეთში ქართული ღვინის რეალიზებას ტელემარკეტის საშუალებით ახდენს

56a735fb44c1f
BM.GE
26.01.16 12:58
1393
ღვინის კომპანია "ვაზიაინი" ქართული ღვინის ჩინეთში რეალიზებას ტელემარკეტის საშუალებით ახორციელებს. ვიდეორგოლები პეკინის წამყვანმა ტელეარხმა საქართველოში გადაიღო. კომპანიის დამფუძნებელი, ირაკლი იაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ ჩინეთის ბაზარზე ქსელური გაყიდვებით დამკვიდრება საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ კომპანიამ სატელევიზიო კამპანიის დაწყება გადაწყვიტა.
 
"ჩვენთვის სტაბილური ბაზრების მოძიება აუცილებელია, ასეთ ბაზრებად განვიხილავთ ევროკავშირს და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს, - ჩინეთი, ვიეტნამი, კორეა, - ესენი დიდი პოტენციალის მატარებელი ქვეყნებია. ჩინეთის ბაზარზე მოხვედრა საკმაოდ რთულია. ქსელური გაყიდვებით ღვინის რეალიზაცია საკმაოდ რთულია, აქედან გამომდინარე გადავდგით არატრადიციული ნაბიჯი. საქართველოში მოვიწვიეთ პეკინის წამყვანი ტელევიზია და მათ საქართველოში ვიდეორგოლები გადაიღეს. ტელემარკეტით გაყიდვები საკმაოდ კარგ დინამიკას აჩვენებს", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.