მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წნეხი ჩვენს ვალუტაზე შარშანდელთან შედარებით, 607 მილიონი დოლარითაა შემცირებული"

5699073ff2cf6
BM.GE
15.01.16 18:16
1445
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ექსპორტისა და იმპორტის კუთხით 2015 წელი რთული წელი იყო. „შარშანდელი წელი ჩვენთვის არ იყო მარტივი წელი - შეგვიმცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი და ავხსნი რატომ. შემცირება არის მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში. დღეს ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, ახალ საწარმოებში, ახალ ქარხნებში, ახალ ფაბრიკებში და ა.შ. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოხმარება - ანუ კონკრეტული ადამიანი როგორ მოიხმარს და რამდენ ფულს ხარჯავს ის ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ დონემდე მისულები, ამიტომ ის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა ეკონომიკის ნაწილში, კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკის სიჯანსაღეზე“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და კონკრეტული ციფრებიც დაასახელა.

"ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, იმპორტი 10%-ით, თუმცა აქ არ არის შესული C ჰეპატიტით შემოსული მედიკამენტები, რომელიც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ C ჰეპატიტსაც გავითვალისწინებთ ანუ იმას, რომ მედიკამენტების იმპორტზე ფული არ გადაგვიხდია, გამოდის, რომ იმპორტი შემცირებულია 14%-ით. სავაჭრო ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს არის ის გადინებისა და შემოდინების სხვაობა, აისახება ჩვენს ვალუტაზე. საბოლოო ჯამში, წნეხი ჩვენს ვალუტაზე შარშანდელთან შედარებით შემცირებულია 607 მილიონი დოლარით, ანუ სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა დაახლოებით 10%-ით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკა და სწორ მიმართულებას ვადგავართ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.