მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: Brexit კატასტროფა არ არის და შემდეგი საფრანგეთი უნდა იყოს

587090eaedb43
BM.GE
07.01.17 13:20
2441
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარი ლე პენის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ამარცხებს ბრექსიტს, პირდადად მას კი აძლევს თავდაჯერებულობას, რომ საფრაგნეთის ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიხედოს.

„Brexit-ი არ არის კატასტროფა, ეკონომიკური სიგნალები უკვე კარგია“,- განაცხადა ლე პენმა.

ეროვნული ფრონტის ლიდერი ლე პენი, რომელიც გამოკითხვების მიხედვით საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურამდე ნამდვილად მიაღწევს, აცხადებს, რომ ის აუცილებლად გამართავს მოლაპარაკებებს საფრანგეთის ევროკავშირის პარტნიორებთან „არჩევიდან მეორე დღესვე“. მისი თქმით, მას სურს, საფრანგეთმა დაიბრუნოს კონტროლი საზღვრებზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ფულსა და კანონმდებლობაზე. მისივე განცხადებით, საფრანგეთმა უარი უნდა თქვას ევროზე და ეროვნული ვალუტა დაიბრუნოს.

"მე ამ მოლაპარაკებებს 6 თვეს მივუძღვნი და თუ ჩვენ ჩვენი სუვერენულობა დავიბრუნეთ, მოვუწოდებ ფრანგებს, მხარი დაუჭირონ ევროკავშირში დარჩენას. თუ ამას ვერ შევძლებთ, მოვუწოდებ, რომ მათ ხმა მისცენ კავშირის დატოვებას",- განაცხადა ლე პენმა.