მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი დედოფლისწყაროში სიმინდისა და ზეითუნის ზეთის წარმოების პროექტს განიხილავს

56950d68e911e
BM.GE
12.01.16 18:22
1351
საპარტნიორო ფონდი ინვესტორებთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონში სიმინდისა და ზეითუნის ზეთის წარმოების პროექტს განიხილავს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებითმ ორივე პროექტის განხორციელებით ადგილობრივი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული.
 
"განვიხილავთ ქართული ზეთის წარმოების მიმართულებას, ეს არის ორი პროექტი სხვადასხვა ინვესტორებთან. ერთი ეხება სიმინდის ზეთს, მეორე ზეითუნის ზეთს, - ზეთისხილის პლანტაციების გაშენებას. ორივე პროექტი 3 მილიონის ფარგლებში იქნება. თავის მნიშვნელობით ეს პროექტი ძალიან საინტერესოა. ეს ალბათ ზეითუნის ზეთის წარმოების პირველი პროექტი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა თურნავამ "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში.