მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტში ყველაზე დიდი წილი სპილენძის მადნებს უკავია, იმპორტში მედიკამენტებს

569f435133f1c
BM.GE
20.01.16 12:18
1817
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.
 
2015 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 271 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 180 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 745 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 657 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 461 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).