მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ისლანდიას შორის ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში

5684ed94a1e7d
BM.GE
31.12.15 12:16
1555
ძალაში შევიდა საქართველოსა და ისლანდიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმების მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას.